დეზინფორმაციასთან ბრძოლის იდეების კონკურსი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა  MediaFutures  აცხადებს კონკურსს. განაცხადების შეტანა შეუძლიათ მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის წარმომადგენელ და მედიის სფეროში მომუშავე ხელოვანებს და სტარტაპებს. კონკურსანტები უნდა მუშაობდნენ მონაცემებთან და სურდეთ, რომ მონაცემთა მოძიების პროცესი ინფორმაციულთან ერთად სასიამოვნოც გახადონ.

 

წელს პროგრამა MediaFutures მხარს დაუჭერს პროექტებს, რომლებიც დეზინფორმაციის უარყოფით გავლენას ებრძვიან და სამეცნიერო და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს. ეს შეიძლება ნიშნავდეს პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის განვითარებას, ხელოვნების ნიმუშების შექმნას ან ამ ორის კომბინაციას.

 

პროგრამის ბიუჯეტიდან სტარტაპებისთვის — 80,000-მდე ევრო, ხოლო ხელოვანებისთვის 40,000-მდე ევროა გამოყოფილი. ამასთან, შერჩეული კანდიდატები მიიღებენ ტექნიკურ, იურიდიულ და ექსპერტულ მხარდაჭერას, ჩაერთვებიან მენტორობის სესიებსა და ტრენინგებში, მათი საქმიანობა კი ევროკავშირის ღონისძიებების მეშვეობით გაშუქდება.

 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 27 იანვარი.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.

წყარო:euneighbourseast.eu