დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ხელსაწყოებსა და ტექნიკის შესაძენად, საგრანტო კონკურსს აცხადებს.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ. დევნილები და ეკომიგრანტები, 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩევენ. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში 50 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა შეავსონ 2021 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge.
განაცხადები ასევე მიიღება შემდეგ მისამართებზე:
თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;
გორი სამების ქუჩა N1;
რუსთავი, კოსტავას ქ. N20;
ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.
დეტალები პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე