დათა პაპას სახელობის სტიპენდია დაწესდა

გურული დღიურების ფონდის  ფარგლებში დათა პაპას სახელობის სტიპენდია დაწესდება.  ფონდი სტიპენდიებს ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლების მოსწავლეებს დაუნიშნავს. ინფორმაციას ფონდის დამფუძნებელი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

“ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ამ დიდი კაცი ხსოვნის პატივსაცემად და მცირე მოვიფიქრეთ. #გურულიდღიურებისფონდი დათა პაპას სტიპენდიას დააწესებს და მას ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს დაუნიშნავს პერიოდულად.”

 

დეტალებს დათა პაპას სტიპენდიის შესახებ stipendia.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.