დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდია

TRC აცხადებს კონკურსს დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიის მისაღებად.სასტიპენტიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ჩვენ მივესალმებით განაცხადებს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების მე-3, მე-4 კურსის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე მყოფი ან უკვე მაგისტრის ხარისხის მქონე სტუდენტებისგან. ასევე, ვიწვევთ კვლევით ორგანიზაციებსა და Think Tank-ებში დასაქმებულ ახალგაზრდა ანალიტიკოსებსა და მკვლევრებს.

დავით ჭოჭუას სახელობის სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გამოაგზავნოთ საკვლევი თემის აბსტრაქტი, თქვენი რეზიუმე (მაქსიმუმ 2 გვერდი) და წარსულში შესრულებული არანაკლებ 2 ნაშრომი (სტატია, რეფერატი, კვლევა, ა.შ.) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: trc@gcsd.org.ge

 

განაცხადების მიღება 2022 წლის, 20 სექტემბრის, 18:00 საათამდე გაგრძელდება. განაცხადის გამოგზავნისას, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ – Chochua Fellowship 02/2022. არასრულად გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება. სტიპენდიანტი ნაშრომზე მუშაობას 2022 წლის, 30 სექტემბერს დაიწყებს, კვლევის დასრულების ვადა კი ამავე წლის 31 ოქტომბრით განისაზღვრება.

 

სტიპენდიის ოდენობა 600 ლარს შეადგენს.

 

თემატური საკვლევი მიმართულებები:

  1. ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეების ზრდა აფრიკაში: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა / სომალი / მალი / ნიგერია / ჩადი / კამერუნი / ნიგერი / ბურკინა-ფასო;
  2. უცხოელი ტერორისტი მებრძოლების და მათთან დაკავშირებული პირების რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პოლიტიკა ცენტრალურ აზიაში: ყაზახეთი / ყირგიზეთი / ტაჯიკეთი / თურქმენეთი / უზბეკეთი;
  3. ნატო-ერაყის ურთიერთობები 2018 წლიდან: კონტრტერორისტული თანამშრომლობის შედეგების შეფასება;
  4. „ქბრბ“ მასალების გამოყენებით განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები: რისკები, გამოწვევები და გამკლავების გზები;
  5. რუსული ულტრამემარჯვენე და ნეონაცისტური ჯგუფების მოქმედება ქვეყანაში და მის გარეთ;
  6. ვაგნერის დაჯგუფება: ოპერირება უკრაინაში / აფრიკაში / აღმოსავლეთ ევროპაში / მთიან ყარაბაღში.

დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე.