
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის, ევროკავშირის ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე, ეს კონკურსი შენთვისაა. შეიტანე განაცხადი 24 თებერვლამდე და შეუერთდი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას.
ახალი კონკურსი 4 თებერვალს EU NEIGHBOURS east პროგრამამ დაიწყო. მასში მონაწილეობის მისაღებად შენ უნდა იყო:
-აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის, ევროკავშირის ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე;
-16-იდან 26 წლამდე ასაკის;
-ინგლისურის კარგი მცოდნე;
-ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საქმიანობით და ევროკავშირსა და შენს ქვეყანას შორის თანამშრომლობით დაინტერესებული;
-სახალხო დიპლომატიით და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობებით დაინტერესებული და ცოდნის, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის მზად მყოფი;
-შენი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების საქმეში წვლილის შეტანის მსურველი;
მოხალისეობრივი საქმიანობით დაინტერესებული და სამოქალაქო ჩართულობის აქტივობებისთვის დროის დათმობისთვის მზად მყოფი.
წარმატებული კანდიდატები დიალოგზე დაფუძნებულ და ონლაინაქტივობებში ჩაერთვებიან და საკუთარი ქვეყნების ახალგაზრდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე წარმოადგენენ. მეტის გაგება ამ სააპლიკაციო გვერდზე შეგიძლია.
განაცხადის შესატანად კანდიდატმა ეს სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსოს 2025 წლის 24 თებერვლამდე. აპლიკანტებმა განაცხადს უნდა დაურთონ სამოტივაციო ვიდეო.
სააპლიკაციო ფორმა და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.