ფრანგულ-გერმანული ახალგაზრდული ორგანიზაცია აცხადებს პროექტების კონკურსს, რომლის მიზანია 15-მდე ახალგაზრდული გაცვლითი ტრინაციონალური პროექტის მხარდაჭერა, ასევე სასწავლო კურსები საფრანგეთში, გერმანიასა და მესამე ქვეყანაში;
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 20 000 € შეადგენს.
პროექტები უნდა იყოს ნოვატორული და ასახავდეს ამჟამინდელ ევროპისა და/ან სოციო-პოლიტიკურ ვითარებას. გაცვლითი პროექტები აგრეთვე ახალ პედაგოგიურ მიდგომებსა და მეთოდებს უნდა მიჰყვებოდეს, ხელს უწყობდეს ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას და ჰქონდეს კონკრეტული შედეგი.
პროექტები უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე ერთ-ერთ თემატურ მიმართულებას:
– ახალგაზრდების ჩართულობა – განათლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარგში და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება
– ახალგაზრდობას ახსოვს
– ევროპის იდეის მომავალი და მოქალაქეობა
– პროფესიული გადამზადება და მდგრადი მეწარმეობა
– გარემოს დაცვა კლიმატის საგანგაშო მდგომარეობის პირისპირ: ახალგაზრდობის მობილიზება
პროექტის თითოეულ ფაზაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე მოთხოვნა გერმანელი ან ფრანგი პროექტის ხელმძღვანელის მიერ.
პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა: 2020 წლის 15 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციია და განაცხადის წარდგენის ანკეტა იხილეთ ბმულზე.