Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

ბოლონიის უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდია ევროპულ ლიტერატურაში

ბოლონიის უნივერიტეტის სამაგისტრო პროგრამა ევროპულ ლიტერატურაში   ერასმუსის (Erasmus + Erasmus Mundus Joint Master Degrees) პროგრამის ნაწილია,  რომელიც გასცემს სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებისთვის მთელი მსოფლიოდან:

  • წლიურად 16.000 ევრომდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის;
  • წლიურად 22.000 ევრომდე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის.

 

კურსის ხანგრძლივობა ორ წელს შეადგენს და სწავლების ენა სტუდენტის მიერ შერჩეული უნივერსიტეტის მიხედვით იცვლება. ორწლიანი პერიოდის დასრულების შემდგომ, სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ორმაგი ან სამმაგი დიპლომი.

 

სწავლის მსურველებს უნდა გააჩნდეთ საუკეთესო აკადემიური მაჩვენებლები, დიპლომი ევროპულ ლიტერატურაში სამაგისტრო პროგრამის შესაბამის დისციპლინებში (ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, ენები). გარდა ამისა, აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სულ მცირე, B1 დონეზე და პირველ შერჩეულ უნივერსიტეტში სწავლების ენის ცოდნა, სულ მცირე, B2 დონეზე.

 

სწავლის მსურველთა განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 18 იანვარი.

დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.
ბროშურის ჩამოსატვირთად  დააჭირეთ აქ.


0Shares
0