
ევროკავშირის მხარდაჭერით CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში აცხადებს ახალგაზრდული კონკურსს – ჩემი თვალით დანახული კლიმატის ცვლილება.
კლიმატის ცვლილება დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის როგორც ბუნებრივ გარემოს, ისე ქვეყნების ეკონომიკას. კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ახალგაზრდები.
კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ახალგაზრდების როლის გააქტიურების მიზნით, CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს ახალგაზრდულ კონკურსს – ჩემი თვალით დანახული კლიმატის ცვლილება.
კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შემდეგი ფორმატის ნამუშევრები / მასალები:




წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა ასახავდეს, კლიმატის ცვლილების პროცესებს, გამოწვევებსა და შესაძლო გადაჭრის გზებს გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ თემატიკას:









კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ კახეთის (გურჯაანი, საგარეჯო და ახმეტა),იმერეთის (ზესტაფონი, ტყიბული და ჭიათურა), გურიისა (ლანჩხუთი და ოზურგეთი) და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში (ონი და ამბროლაური) მცხოვრებ, 14-29 წლის ახალგაზრდებს.
შემოსული ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:







კონკურსის შედეგად თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება 1 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ კატეგორიის შესაბამისი სპეციალური პრიზები, ხოლო რჩეული ნამუშევრები გამოიფინება ევროკავშირის მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ ღონისძიებაზე იმოქმედე კლიმატისათვის, რომელიც გაიმართება 2021 წლის ივნისში.
პრიზები კატეგორიების მიხედვით:




მონაწილეობის მსურველებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევრები ელ. ფოსტაზე: marie.kikvadze@cenn.org, სასურველია PDF ფორმატში, ან მოგვაწოდეთ CENN-ის ოფისში შემდეგ მისამართზე – ბეთლემის ქ. 27. საკონტაქტო პირი: მარი კიკვაძე, 577959020.
ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა – 7 ივნისი, 23:59 საათი
CENN-ის ოფისში მიწოდების ვადას – 7 ივნისი, 18:00 საათი