ახალგაზრდა მეწარმე ელჩების პროგრამა

თუ ხარ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდა მეწარმე, გაქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და სოციალური პასუხისმგებლობა, გსურს, შეიძინო დამატებითი უნარები და დაეხმარო სხვებს ბიზნესის განვითარებაში, მიიღე მონაწილეობა კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) პროექტის „უნარები წარმატებისთვის“ ფარგლებში გამოცხადებულ ახალგაზრდა მეწარმეების შესარჩევ კონკურსში!

კონკურსი გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას:

✅ გახდე ახალგაზრდა მეწარმე ელჩი

✅ ჩაერთო ახალგაზრდა მეწარმე ელჩების პროგრამის კონცეფციის შემუშავებაში

✅ მონაწილეობა მიიღო გასვლით სამუშაო შეხვედრებში

✅ გაემგზავრო სასწავლო ვიზიტებით გერმანიასა და ნიდერლანდებში

✅ შეიტანო წვლილი ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში

✅ გამოცდილება გაუზიარო თანატოლებს და ხელი შეუწყო მათ ბიზნესის განვითარებაში

ახალგაზრდა მეწარმე ელჩების” პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია გქონდეთ:

ცოდნა და უნარ-ჩვევები:

** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (წერითი და საკომუნიკაციო);
** კომუნიკაციისა და კულტურათშორისი ურთიერთობების კარგი უნარი;
** პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლების გამორჩეული უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამეწარმეო კუთხით სხვა ახალგაზრდების მხარდაჭერის და გაძლიერების მოტივაცია;
** ახალგაზრდების, მეწარმეობისა და დასაქმების პრობლემებზე მუშაობის ღრმა ინტერესი;
** მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა.
** უნივერსიტეტის დიპლომი ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში ან/და სხვა რელევანტურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

გამოცდილება:

** პროექტის სამიზნე რეგიონებში მცირე ან საშუალო საწარმოს დაფუძნების, ფლობის, ან/და მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ახალგაზრდების, მეწარმეობის და დასაქმების პრობლემების ადვოკატირებისა და ლობირების პროცესებში მონაწილეობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
** ახალგაზრდებთან მუშაობის, საჯარო გამოსვლების პრეზენტაციების ჩატარების და მათი მოტივირებისა და წახალისების გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა.

განაცხადები მიიღება 2021 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით.

განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე

კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: ტელ: 577661970; 598186444;

ელექტრონული ფოსტა nino.kobakhdize@kas.de; ან tamar.iluridze@kas.de