საქართველოს პროკურატურა ქალთა მიმართ ძალადობის და მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში არტ-ნამუშევრების კონკურსს “არა ფემიციდს” აცხადებს.
არტ- ნამუშევრების კონკურსი 2022 წლის ნოემბრის ბოლოს ჩატარდება, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები (ნახატი, ქანდაკება, ფოტოსურათი და სხვა კომპოზიცია).
– საკონკურსო ნამუშევარი ქალთა ფემიციდის და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე უნდა იყოს შესრულებული.
– საკონკურსო ნახატის ან/და ფოტოსურათის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 60/80 სმ-ს.
– არტ – ნამუშევარი შესაძლებელია შესრულებული იყოს როგორც ხელით, ასევე კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
კონკურსზე წარმოდგენილ არტ -ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეაფასებს და პირველ სამ ადგილზე გასული გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, 2022 წლის 6 ოქტომბერს დაიწყო ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN.
არტ-ნამუშევრის წარმოდგენა შესაძლებელია 2022 წლის 14 ნოემბრამდე მისამართზე თბილისი, გორგასლის ქ.№24. (საქართველოს გენერალური პროკურატურა).
საკონკურსო ნამუშევრის წარმოდგენისას მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საქართველოს გენერალური პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის უფროს კოორდინატორს, ხატია ბაშარულს – khbasharuli@pog.gov.ge; ტელ. 032 2 40 51 05