Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

არაბული ენის სტიპენდიები კატარის უნივერსიტეტში

კატარის უნივერსიტეტი ყოველწლიურად გამოყოფს ორ სტიპენდიას ქართველი სტუდენტებისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე – Arabic Program for Non-Native Speakers.

2021-2022 სასწავლო წლებისთვის ხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  1. კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული (უპირატესობა მიენიჭებათ კურსდამთავრებულებს);
  2. კანდიდატი უნდა იყოს 18-დან 40 წლამდე ასაკის;
  3. კანდიდატს გასული წლების განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული სტიპენდია ამავე პროგრამაზე – Arabic Program for Non-native Speakers სასწავლებლად;
  4. კანდიდატი დაწყებით დონეზე მაინც (basic knowledge) უნდა ფლობდეს არაბულ ენას;
  5. კანდიდატს უნდა შეეძლოს კომუნიკაცია სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ინგლისურად ან არაბულად.

პროგრამაზე სწავლის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 2021 წლის 17 იანვრიდან 18 თებერვლამდე შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: http://www.qu.edu.qa/students/international-students/arabic-program.

ასევე, განაცხადის შევსებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: http://www.qu.edu.qa/students/admission/undergraduate/application_assistance.php

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართი

Copy link
Powered by Social Snap