ამერიკელი სტუდენტები ვაქცინის სანაცვლოდ სტიპენდიებს მიიღებენ

12-17 წლის ნიუ იორკელებს, რომლებიც COVID-19 ვაქცინის პირველ დოზით აიცრებიან, შეუძლიათ მოიპოვონ სრული სტიპენდია (სწავლის გადასახადი, საცხოვრებელი, ჯიბის ფული) ნიუ-იორკის ნებისმიერ საჯარო კოლეჯსა და უნივერსიტეტში. 10 გამარჯვებული ყოველკვირას ლოტოტრონის პრინციპით გამოვლინდება.

 

იმუნიზაციის წახალისების მიზნით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შტატების და ქალაქების ადგილობრივ მთავრობებს მოუწოდებს ახლადვაქცინირებულ თითოეულ ადამიანს ჯილდოდ $100 გადასცენ. ამისათვის “ამერიკის გარჩენის გეგმის” აქტის შესაბამისად ხაზინიდან 350 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.

 

ნიუ-იორკის სკოლებში დასაქმებულთათვის კოვიდ-19-ზე აცრა სავალდებულო იქნება. საუბარია მასწავლებლებზე, დირექტორატზე და ოფისის მუშაკებზე, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 148 000-ია. მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღო ვაშინგტონის შტატმა და ასევე ლოს-ანჯელესმა და ჩიკაგომ.